ხაშურში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერის ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი,
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების, სკოლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა სკვერის ბიბლიოთეკის წიგნებით აღჭურვაში მიიღეს მონაწილეობა.
„მუნიციპალიტეტის ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც განათლების მიღების და წიგნის კითხვის სურვილი აქვთ.
კითხვა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მოზარდის განვითარებაში, წარმოსახვის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, ამიტომ, როგორც
მუნიციპალიტეტის მერი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ბიბლიოთეკების გაძლიერებას ყოველთვის მხარს დავუჭერ“ - განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა სკვერის ბიბლიოთეკის გახსნისას.
სკვერის ბიბლიოთეკის კონცეფცია ითვალისწინებს ნებისმიერი მკითხველის მიერ როგორც წიგნის გატანას და წაკითხვისთანავე უკან დაბრუნებას,
ისე გაცვლას ან სკვერის ბიბლიოთეკისთვის წიგნის საჩუქრად გადაცემას