გამოკითხულთა უმრავლესობა 47% პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI-ის კვლევა



გამოკითხულთა უმრავლესობა 47% პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI-ის კვლევა

NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

შენიშვნა – კითხვა დაისვა თვით -ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს ‘შემდეგი’ და დაუბრუნა ტაბლეტი. 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს შედეგები ასე გადანაწილდა: 

  • არცერთი პარტია - 47%
  • "ქართული ოცნება" - 19%
  • უარი პასუხზე - 13%
  • არ ვიცი - 5%
  • ნაციონალური მოძრაობა - 4%
  • სხვა პარტიები - 12%

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
 ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. 

საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023.  2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ