ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პრაიდის წინააღმდეგ დედაქალაქისკენ გამოემართნენ



ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პრაიდის წინააღმდეგ დედაქალაქისკენ გამოემართნენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, ვარლამ გოლეთიანი და სხვები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე თბილისში მოდიან. ამის შესახებ გამოცემა პუბლიკა მაკა სულაძეზე დაყრდნობით წერს.

"დიახ, მოვდივართ, დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც. პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვთ პრაიდთან დაკაშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად", - ამბობს სულაძე.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ