ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული - ნიკა გვარამია



ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული - ნიკა გვარამია

''მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული.

 

"ასეთი არაფერი გამიგია. საკუთარი მორალური დილემის სინდისის პატიმარზე გადაკისრება! მართლა ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ციხეში მყოფი კაცის მორალური დატერორება ყველა განზომილებით, მიზანშეწონილობით თუ სხვა თვალსაზრისით არის უკიდურესად არასწორი საქციელი (ძალიან რბილი შეფასებით).

მიიღეთ გადაწყვეტილება მელიას გარეშე? მოაწერეთ დოკუმენტს ხელი მთავარი ოპოზიციური ლიდერის გარეშე? კი ბატონო, უკომენტაროდ. მაგრამ ახლა კეთილი ინებეთ და ციხიდან გამოიყვანეთ და საკუთარ მორალურ დილემებს თავადვე გაუმკლავდით!

სტრატეგია თქვენ აირჩიეთ და ახლა ტაქტიკა მელიას "შეეტენა"? ეგრე ვერ გამოვა ძმებო და დებო. ხომ ამბობთ რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ? ხოდა ახლა სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეთ. პრინციპული პოზიციით მიაღებინეთ ქართულ ოცნებას ყველასთვის მისაღები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტიება. ქართულ ოცნებას მიაღებინეთ, და არა სინდისის პატიმარს!

ფაქტი ერთია - ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული". - წერს ნიკა გვარამია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ