უხამსი შინაარსის პოსტებითა და კომენტარებით ცნობილმა გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა სამსახური დატოვა



უხამსი შინაარსის პოსტებითა და კომენტარებით ცნობილმა გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა სამსახური დატოვა

სოციალურ ქსელში, უხამსი შინაარსის პოსტებითა და კომენტარების დაწერით ცნობილი გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი სამსახურიდან მიდის.  ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ის კომენტარია, რომელიც ქარელმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე დაწერა.  სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენით გამოირჩეული დირექტორის სამსახურიდან წასვლის შესახებ ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის საგანმანატლებლო რესურცენტრში. ხელმძღვაანელი ნანა ტერმაკოზასვილის გაანცხადებით, ქარელმს სამსახურიდან წასვლის შესაბენ განცხადება მინისტრის სახელზე აქვს დაწერილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ