SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია კონფერენციას გამართავს
დღეს მსოფლიოში, კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულებს შეუქმნან დამატებითი ბენეფიტები, შეაჩერონ ადამიანური რესურსების გადინება და დროულად მოახდინონ მათთვის სასურველი კანდიდატების მოძიება.
სწორედ ამ მიზნით, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით (SGBA), 5 ივლისს, ოთხშაბათს, 17 საათზე, ადამიანური რესურსების პრობლემასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული.
კონფერენციაზე თეონა ბაღათურია (HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი) ისაუბრებს თანამშრომლების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პრეზიდენტი, მაია ტატულაშვილი და ამავე ორგანიზაციის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ლონგურაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარუდგენ SUCCESS CARD - (წარმატების ბარათს), სადაც მოხდება ინოვაციური პროდუქტის პრიორიტეტებისა და უპირატესობის დეტალური განხილვა.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში კი, ბესიკ ექსეულიძე განიხილავს SGBA - ის მიერ შექმნილ HR პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივი კავშირის დამყარება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა 3 ივლისს, 18 საათამდე უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე გადასვლით : დააჭირეთ აქ
განსახილველი საკითხების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კონფერენციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!
მის: თბილისი, KING DAVID (მ.ალექსიძის ქ #12)