გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება
ობიექტის მშენებლობის ადგილას დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. კაფსულაში მოთავსებული იყო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავშესაფრის მშენებლობის წარმატებით დასრულების მიზნით გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
წმინდა სოფიოს, აღაპისა, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფარის მშენებლობას უნგრეთის საელჩო აფინანსებს.
„გორში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილეება დაიწყო. მიხარია, რომ ის არამარტო თავშესაფარი, არამედ საგანმანათლებლო კერაც იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინიციატივისთვის გორისა და ატენის მიტროპოლიტს ანდრია გვაზავას, მხარდაჭერისთვის კი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორს ქეთევან ჩაჩავას.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.