საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შვილი პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო



საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შვილი პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გინტურის შვილი პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. დიმა გინტურს საგამოძიებო უწყებიდან ცნობა დღეს მიუვიდა.

უწყების მიერ გაგზავნილ დადგენილებაში ასევე წერია, თუ რა დადგინდა გამოძიებით. როგორც გარდაცვლილის ძმა, გივი გინტური ამბობს, გორის პოლიციაში ისიც დაიბარეს.  

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ნოემბერს, საღამოს საათებში, გორის რაიონის სოფელი კირბალის მიმდებარე, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს. რა დროსაც სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განზრახ მოკლული იქნა თამაზ გინტური.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 56-ე მუხლის შესაბამისად, იმ დანაშაულის საქმეებზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი უნდა იქნას მოკლული თამაზ გინტურის შვილი - დიმა გინტური, ვინაიდან მას მიადგა მორალურ ზიანი მამის გარდაცვალების გამო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

გორის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ლომისის ეკლესიასთან მოკლეს. შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა. მოკლული გინტური მშობლიური სოფლის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ