5 ივლისს, მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა



5 ივლისს, მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლაშქარავას რამდენიმე დღის წინ, თბილისში განვითრებული მოვლენების დროს მოძალადეები სასტიკად გაუსწორდნენ.

განსაკუთრებული სისასტიკით მას მოძალადე ჯგუფები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

tv მონიტორინგი უსამძიმრებს ლექსოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად მედიას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ