გორის მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, თამუნა ჟიჟიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ხინჩეწგაშვილის უწყება ავრცელებს. სამძიმრის წერილი ოფიციალურ გვერდზე, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
,,გორის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სივრცით მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ჟიჟიაშვილი. გორის მერია თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.“ -წერია განცხადებაში