სვენეთის საჯარო სკოლამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება ,, ბილიკის’’ ახალგაზრდული იდეების კონკურსი ,, ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან’’ იდეათონით დასრულდა. სვენეთის საჯარო სკოლის საპროექტო იდეამ გაიმარჯვა და დაფინანსებაც მოიპოვა. იდეის ავტორები არიან მასწავლებლები : ნელი კახუბერაშვილი, ხათუნა ხარხელი, ლია ჯილავდარი და მოსწავლეები გელა თეგაძე და მარიამ ხაბელაშვილი. პროექტი ,, ჩვენ ვმეგობრობთ ბუნენასთან’’ მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოსწავლეებში, თემში ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მოსწავლეებში პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს დაცვისა და ნარჩენებჯს მართვის შესახებ.