,,ცემა-ტყეპას ადგილი არ ჰქონია უბრალოდ იყო კამათი“ - თეა კეჩხუასვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება



,,ცემა-ტყეპას ადგილი არ ჰქონია უბრალოდ იყო კამათი“ - თეა კეჩხუასვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

,,ცემა-ტყეპას ადგილი არ ჰქონია უბრალოდ იყო კამათი“ - ასე ეხმაურება თეა კეჩხუაშვილი, მასსა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შორის არსებულ დაპირისპირებას. თუმცა არ აკონკრეტებს რა იყო უფროსთან კამათის მიზეზი. იმას კი აცხადებს, რომ სამსახურის თემაზე არ უკამათიათ. რაც შეეხება სპორტ-სკოლის მენეჯერს, ბესო გიორგაშვილი ადასტურებს, რომ თეა კეჩხუაშვილი სამსახურიდან ნამდვილად გაუშვა. მას სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. შეგახსენებთ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით TV მონიტორინგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაერთიანების დირექტორის მოადგილეზე მისსავე თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ