ტაქსის ძღოლის მკვლელობის ფაქტზე 15 წლის გოგო დააკავეს - შემთხვევა ხაშურში
ხაშურში ტაქსის მძღოლი მოკლეს. 74 წლის მამაკაცს მძიე დაზიანებები ბასრი საგნით მიაყენეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 15 წლის გოგო დააკავეს. შშს ცნობით იგი დანაშაულის ადგილიდან მიმმალა და სამძებრო ოპერაციის შედეგად აიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.