ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

BOG


ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

სოფელ ქვემო ნიქოზში მდებარე სპორტულ სტადიონზე 10 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. ადგილობრივების თქმით ბიჭი უგონო მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  როგორც ისინი ყვებიან შემთხვევა იმ დროს მოხდა როდესაც ბავშვები სათამაშოდ სტადიონზე იმყოფებოიდნენ და ბიჭმა ხელი სტადიონის ძელს შეახო. 

,,წივილკივილი ატყდა და ბავშვი ძირს იყო დავარდნილი. მოგვიანებით თქვეს ბავშვებმა რომ ბოძს მოკიდა ხელიო. მალევე მოვიდა გონს.“ - აბობს ქვემო ნიქოზის მაცხოვრებელი. 

მომხდარის შემდეგ, სტადიონთან იმყოფებოდნენ მშენებელი კომპანიის  წარმომადგენლები. მათი განცხადებით სტადიონი ჯერ გახსნილი არ არის და ბავშვები უნებართვოდ შევიდნენ.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ