,,qartli.ge“-ს და ირმა ამბარდნიშვილს გორისა და ატენის ეპარქია სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
გორისა და ატენის ეპარქია სიცრუის ტირაჟირებასა და მიტროპოლიტ ანდრიას მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სდებს ბრალს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრსა და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს. საქმე ეხება, 12 ივლისს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, რომელიც ,,qartli.ge“ ამბარდნიშვილზე დაყრდნობით მოამზადა და გაავრცელა. სტატიაში ავტორს ამბარდნიშვილის ციტატა მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ ,,გორის პანთეონში მარტო ის ხალხი იკრძალება, ვინც ეკლესიას ფულს სწირავს''. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი იხსენებს, რომ გორელი მწერლის, ზაურ წაქაძის ოჯახს, გორის პანთეონში, ზაურ წაქაძის დაკრძალვის უფლება არ მისცეს.
სტატიის საპასუხო კომენტარი გააკეთეს გორისა და ატენის ეპარქიაში, სადაც თქვეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
,,მინდა ვთქვა, რომ წლების განმავლობაში გრძელდება უკვე ამ საინფორმაციო ცენტრიდან მიზანმიმართულად თუ ირიბად ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის დისკრედიტაცია. ვინ დაიკრძალება გორის პანთეონში ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებს მეუფე ანდრია. არ ვიცი რაში ჭირდება ქალბატონ ირმას და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ასეთი სიცრუის ტირაჟირება და რას ემსახურება ეს“ - აცხადებს მღვდელი გიორგი კარელიძე
გორისა და ატენის ეპარქიის კომენტარი: