კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები გაუქმდება - პრემიერმინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარიმები, რომლებიც კოვიდრეგულაციებისდარღვევისთვის გამოიწერა, გაუქმდება.
"ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი მოქაალქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.