ხაშურის მთავარი ნაძვის ხე დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში საზეიმოდ აინთო.

BOG


ხაშურის მთავარი ნაძვის ხე დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში საზეიმოდ აინთო.

ხაშურის მთავარი ნაძვის ხე დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში საზეიმოდ აინთო.

ღონისძიებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი დაესწრნენ. მერმა ნაძვის ხე ადგილობრივ პატარებთან ერთად აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

"მიხარია, რომ უფროსებთან ერთად ღონისძიებაზე მრავლად ვხედავ პატარებსა და ახალგაზრდებს, ვისთვისაც ახალი წლის მოლოდინი ახალ იმედებს უკავშირდება. ყველა ხაშურელს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას, ხვავსა და ბარაქას!- აღნიშნა პაატა ჩადუნელმა.

 

საღამო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით გამოირჩეოდა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლი ემ დი სი, ოპერის მომღერალი ლევან ტაბატაძე, ხაშურის სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა ანსამბლი და სოპრანო სოფო კანდელაკი. პატარებისთვის გაიმართა ხაშურის თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ანიმატორების შოუ. ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ნორჩი მხატვრები პატარებს სახის მოხატვას სთავაზობდნენ. ღონისძიებას ბექა მეტრეველი უძღვებოდა და საღამო DJ პერფორმანსით დასრულდა.

 

საახალწლო ღონისძიებები ხაშურის მუნიციპალიტეტში გრძელდება. 26 დეკემბერს ნაძვის ხესთან საბავშვო შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართება, ხოლო 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი მოეწყობა.

 

 

 

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ