როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

BOG


როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

"შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ