თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს



თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ის თავად უხელმძღვანელებს.

„თბილისში წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ