ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი გორს სტუმრობდა



ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი გორს სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს გორსა და სოფლებში განხორციელდება. კელი დეგნანი განსაკუთრებით დაინტერესდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობით.

 

,,ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მადლიერება ამერიკის საელჩოსა და ზოგადად ამერიკელი ხალხის მიმართ და ელჩს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მუნიციპალიტეტში ახორციელებს.“ - წერია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩი გორში არსებულ "ამერიკის კუთხეს" ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ