,,ქართული ოცნებიდან“ კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდაატი ვახტანგ მაისურაძეა



,,ქართული ოცნებიდან“ კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდაატი ვახტანგ მაისურაძეა

 

"ქართულმა ოცნებამ" კასპში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი დაასახელა.  ადგილობრივი ტვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის ხმების მოსაპოვებლად ვახტანგ მაისურაძე იბრძოლებს. გადაწყვეტილება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება. საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ