კახა კუჭავა: თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის



კახა კუჭავა: თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მედიას პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს

„მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის - ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს.

პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას.

პ.ს. ჩემი ტრადიციული ფოტო ბრიფინგის წინ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. მას საფუძვლად გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაცია დაედო. აღნიშნული წარმოადგენდა პასუხს აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს.

2021 წლის 3 მაისის თემაა „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ