ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 25 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, სოფელ მიქელწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია ნაკადმიმმართველი ღარების მოწყობა, ხოლო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი 3 208 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, გზასთან მიერთებები, შეკეთდება საკომუნიკაციო ჭები და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სამუშაოები გარდამავალი პროექტის ფარგლებში, ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ბერძენაულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფლის გზების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში 27 აგვისტოდან იმერეთის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, 27 აგვისტოდან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ეტაპობრივად…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.