გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ერთად დაესწრნენ.
საბავშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და ამ ეტაპზე 30-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, განახლდა ინვენტარი, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.