კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გამართა.
სპექტაკლს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო. მან თეატრის მონაწილეებს პრემიერის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
სპექტაკლის რეჟისორია ეკატერინე ქვრივიშვილი, პიესის ავტორი კი — ედუარდ უგულავა.

