ხაშურის ბიბლიოთეკას მწერალმა, ლიტერატურათმცოდნემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მურად მთვარელიძემ საკუთარი წიგნები „იტირე, სულო!“ და „სულით და გულით ქართველნი“ საჩუქრად გადასცა.
„სულით და გულით ქართველნი“ მურად მთვარელიძის ბიოგრაფიული რომანის „კაცის ხასიათისა – დიმიტრი ყიფიანი“ ერთგვარი გაგრძელებაა. წიგნში მოთხრობილია დიმიტრი ყიფიანის შვილების, შვილიშვილებისა და ახლობლების ცხოვრება, მათი მძიმე ხვედრი და სამშობლოსთვის გაწეული მრავალწლიანი საქმიანობა.
„იტირე, სულო!“ კი ავტორის ემოციური და პიროვნული აღსარებაა, რომელშიც ადამიანის ცხოვრების, ფიქრებისა და განცდების სხვადასხვა გზა და გამოცდილებაა ასახული.
ბიბლიოთეკა მურად მთვარელიძეს წიგნების საჩუქრად გადაცემისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ახალი გამოცემები წიგნად ფონდს კიდევ უფრო გაამდიდრებს.