ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ქარელის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ

ქარელის კულტურის ცენტრში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ჯგუფ „Crazy Girls“-ის წევრებსა და ხელმძღვანელებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატებისთვის სიგელები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებას ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე და კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების მმართველი გიორგი ეგნატაშვილი დაესწრნენ.

ქარელის კულტურის ცენტრის ანსამბლმა „იბერიელები“ ქობულეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ტკბილი ფოლკლორი“ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის წოდება მოიპოვა. ანსამბლის ხელმძღვანელებსა და ქორეოგრაფებს, შალვა საზანდრიშვილსა და ზურა ჯოხტაბერიძეს, სპეციალური პრიზები გადაეცათ.

წარმატებით იასპარეზა ასევე ანსამბლმა „ქარელი“, რომელმაც ფესტივალ „არტ-ფოლკ ფესტზე“ დიპლომები და მედლები დაიმსახურა, საერთაშორისო ფესტივალზე „ნარინჯისფერი ქობულეთი“ კი გრანპრის მფლობელი გახდა.

ჯგუფმა „Crazy Girls“, პედაგოგ მაია სუმბათაშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „Art Unites Us“ სპეციალური ჯილდო მიიღო. ჯგუფის წევრები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შემოქმედებით ჯგუფებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის სახლში სპექტაკლ „დიდროს“ პრემიერა გაიმართა

ქარელის კულტურის სახლში ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის  „დიდროს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორ ლერი როინიშვილის დადგმით ქარელის კულტურის ცენტრთან…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

კასპში ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გაიმართა

კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გამართა. სპექტაკლს კასპის მუნიციპალიტეტის მერი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.