ქარელის კულტურის ცენტრში პედაგოგების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საპატიო ჯილდოები და სიგელები გადასცეს.
პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ცირა ინდუაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ საზანდრიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გადაუხადეს.