ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურში ოქტომბრის ქუჩას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ოქტომბრის ქუჩასა და მის მიმდებარე ჩიხებს საქართველოს დამსახურებული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭება.

გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული და მიზნად ისახავს ქართველი კლასიკოსი მწერლის ხსოვნის პატივისცემასა და მისი სახელის უკვდავყოფას.

ნოდარ დუმბაძე XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. მისი რომანები და მოთხრობები ქართული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული და არაერთ ენაზეა თარგმნილი. მისმა შემოქმედებამ არაერთი თაობის სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. მწერლის ნაწარმოებები დღესაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის სახლში სპექტაკლ „დიდროს“ პრემიერა გაიმართა

ქარელის კულტურის სახლში ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის  „დიდროს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორ ლერი როინიშვილის დადგმით ქარელის კულტურის ცენტრთან…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

კასპში ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გაიმართა

კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გამართა. სპექტაკლს კასპის მუნიციპალიტეტის მერი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.