ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 25 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურში „ხაშურქალაქობა 2026“ 26 სექტემბერს გაიმართება

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ხაშურქალაქობა 2026“ 26 სექტემბერს, ზემო სერის ტყე-პარკში გაიმართება.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ, გასართობ და შემოქმედებით პროგრამას შესთავაზებს.

დღის განრიგი მოიცავს:

🔹 12:00–12:30 — ღონისძიების ოფიციალური გახსნა და ქართული ცეკვის პერფორმანსი;
🔹 12:00–17:30 — ხელნაკეთი ნივთებისა და ფერმერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის კუთხეები და სხვადასხვა აქტივობა;
🔹 12:30–15:30 — ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;
🔹 14:40–15:00 — საჯარო საფეხბურთო ტურნირი (ფინალი);
🔹 15:00–16:20 — ნინოობის თეატრის წარმოდგენა პატარებისთვის;
🔹 16:20–17:20 — ანიმატორების პროგრამა;
🔹 16:30–17:00 — დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია;
🔹 17:00–18:00 — ფოლკლორული ანსამბლი „ახალი განა“;
🔹 18:30–19:50 — ReActive Band-ის კონცერტი;
🔹 20:00–21:00 — რეპერი ზაზა ნოზაძე;
🔹 21:00–22:30 — საღამოს ფოიერვერკი და DJ VALENTINA.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და კულტურულ პროგრამას, დაათვალიერონ ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში.

„ხაშურქალაქობა 2026“ ხაშურში სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება.

ხაშურქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 სექტემბერს, მოსახლეობისთვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

მიკროავტობუსები მგზავრებს დილის თერთმეტი საათიდან საღამოს თერთმეტ საათამდე მოემსახურებიან.

ტრანსპორტი იმოძრავებს ორი მიმართულებით – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ზემოსერის ტყე-პარკის მიმართულებით და ზემოსერის ტყე-პარკიდან მერიის მიმართულებით.

მიკროავტობუსები ორივე მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში გავა. მგზავრობა ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

რევაზ გრიგალაშვილმა ხასურის ბიბლიოთეკას წიგნი „ცხოვრება ლაბირინთებში“ საჩუქრად გადასცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ადგილობრივმა მცხოვრებმა, რევაზ გრიგალაშვილმა, საჩუქრად საკუთარი წიგნი „ცხოვრება ლაბირინთებში“ გადასცა. წიგნის ავტორის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან ერთად დაესწრო. გურამ…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე მიღებას აცხადებს

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე რეგისტრაციას სთავაზობს. საგანმანათლებლო წრეები: 🔹 ქართული ენა — III–VI კლასის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.