3 ოქტომბერს გორში ქალაქის დღე „გორის დღე 2026“ გაიმართება. ღონისძიებები ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სკვერში 12:00 საათიდან დაიწყება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, სოფლის კუთხეები, ხელოვანებისა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული და საბავშვო აქტივობები, ატრაქციონები და თოჯინების თეატრი.
15:00 საათზე ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება. პარალელურად, საგამოფენო სივრცეში გაიმართება ანიმაციური ფილმების ჩვენება და ნახატების გამოფენა.
18:00 საათზე ერისთავის თეატრში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, სადაც გორის საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ.
19:00 საათზე კი ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარედ გალა-კონცერტი დაიწყება. საღამოს ადგილობრივი ბენდი „Soft Wave“, ჯგუფი „¼“, ლინდა ადამია და დიჯეი გიგა პაპასკირი წარდგებიან.