ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 25 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გორის სოფელ რეხაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ერთად დაესწრნენ.
საბავშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და ამ ეტაპზე 30-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, განახლდა ინვენტარი, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი – გიორგი სოსიაშვილი “კორძის” კონცერტის დაფინანსებაზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერით გორში დაგეგმილი კონცერტი ქართული საზოგადოებისა და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისში 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი არხი მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში წყალგამტარი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

ქალაქ კასპში მრავალბინიანი კორპუსების დარჩენილი კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები კოსტავას ქუჩა №16-ში მდებარე კორპუსის ეზოში მიმდინარეობს.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.