ხაშურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ხაშურქალაქობა 2026“ 26 სექტემბერს, ზემო სერის ტყე-პარკში გაიმართება.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ, გასართობ და შემოქმედებით პროგრამას შესთავაზებს.
დღის განრიგი მოიცავს:
🔹 12:00–12:30 — ღონისძიების ოფიციალური გახსნა და ქართული ცეკვის პერფორმანსი;
🔹 12:00–17:30 — ხელნაკეთი ნივთებისა და ფერმერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის კუთხეები და სხვადასხვა აქტივობა;
🔹 12:30–15:30 — ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;
🔹 14:40–15:00 — საჯარო საფეხბურთო ტურნირი (ფინალი);
🔹 15:00–16:20 — ნინოობის თეატრის წარმოდგენა პატარებისთვის;
🔹 16:20–17:20 — ანიმატორების პროგრამა;
🔹 16:30–17:00 — დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია;
🔹 17:00–18:00 — ფოლკლორული ანსამბლი „ახალი განა“;
🔹 18:30–19:50 — ReActive Band-ის კონცერტი;
🔹 20:00–21:00 — რეპერი ზაზა ნოზაძე;
🔹 21:00–22:30 — საღამოს ფოიერვერკი და DJ VALENTINA.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და კულტურულ პროგრამას, დაათვალიერონ ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში.
„ხაშურქალაქობა 2026“ ხაშურში სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება.
ხაშურქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 სექტემბერს, მოსახლეობისთვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.