ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული ე.წ. „ოჩხების“ გამოყენებით ახორციელებდნენ. სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 9 ასეთი მოწყობილობა ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების გამოყენება საფრთხეს უქმნის მდინარის ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებას.
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 20 — შიდა ქართლში.