ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას არსებული კომპანია გააგრძელებს – სასწავლო პროცესის განახლება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტს სხვა კომპანია გადაიბარებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს გააცნო. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.

მინისტრი მშობლებსა და პედაგოგებს დაპირებისამებრ, 20 დღის შემდეგ კვლავ შეხვდა და სკოლის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.

რევაზ სოხაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მიიღებს. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დაზუსტდება, რა მდგომარეობაშია უკვე შესრულებული სამუშაოები.

მინისტრის განმარტებით, თუ კომპანია დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენას დაუშვებს, მასთან ხელშეკრულება შეწყდება. ასეთ შემთხვევაში მშენებლობას აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.

სამინისტროს მიზანია, გორის №11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2027 წლის სექტემბერში განახლდეს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

პოლიტიკა

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ წლიური ანგარიში წარადგინა – შეხვედრას მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ, გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მოსმენას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს კასპის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს განახორციელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.