რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს განახორციელებს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
მიღებული გადაწყვეტილებით, ქარელის №2 საჯარო სკოლას მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო სოფელ მოხისის საჯარო სკოლის აღდგენის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
ამ ეტაპზე ორივე პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ, მზადდება შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოს შექმნას.




