გორში საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაში გაიმართება



გორში საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაში გაიმართება

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტადიონი უკვე მზადაა 15 ნოემბერს საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას უმასპინძლოს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით - 1:0 დასრულდა.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმი არენაზე შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება”, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ