როგორ ცხოვრობდნენ გორელები სუკუნის წინ და რა პრობლემებს უჩიოდნენ ისინი
როგორ ცხოვრობდნენ გორელები სუკუნის წინ და რა პრობლემებს უჩიოდნენ ისინი, ამის შესახებ ინფორმაცია ,,ცნობის ფურცელის“ 1899 წლის გამოშვებაშია გადმოცემული.
,,ქ. გორი აქაური რამე-რუმე.
ქ. გორში ისეთი არავინ არ გამოჩნდა, რომ აქაურს ნაკლულევანობას და უწესობას ყურადრება მიაქციოს, შემდეგ შეამსოს ეს ნაკლულევანობა, უწესობა დაარღვიოს, შემდეგ კეთილითა და სიტკბოებით გააწბილოს.
რამდენჯერ უნდა იყოს მოხსენებული ქ. გორელებზედ ჩვენ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: სამკითხველოს უქონლობა - აბანოსის - უხიდობა და სხვა... პატარა დაბებში და ეგრეთვე სოფლებში სამკითხველო არსებობს და ქალაქ გორში კი არა. რა არის მიზეზი? - მიზეზი ისევ უთაოსნობას და უყურადრებლობას უნდა მივაწეროთ...
აბანო, თვალით ვის დაუნახამს, ან ვინ შესულა; წინათ თუმცა აბანო იყო, მაგრამ ცეცხლით ადუღებდნენ ქვაბს და ვაი იმ ბანაობას, ხან მდურარე და ხან გაყინული წყალი გამოდიოდა მილებიდგან. - ახლა აღარც ცხელითა და აღარც ცივი წყლით იცლიან ჭუჭყსა...
უხიდობა ხომ გორელებს ბევრ გვარათ უცარამს ხელსა, ვერ ეღირსნენ ხეირიანი ხიდის გაკეთებასა. ეხლაც ხალხი ძლივ-ძლიობით გადიან; ეტლებისათვის ბორანია გაბმული, მაგრამ დიდ გაჭირვებას იტანენ იქ გასვლა-გამოსვლაზე. ხალხი ძლივს გადის ხიდზედ აქაიქ ჩაშლილია...
მომეტებული ნაწილი გორელებისა ლოთობაში და კოჭების თამაშში ატარებენ დროს, ოფლით ნაწვავ-ნადაგს ფულს აგებენ, ლოთობენ მუდმივ, და აქვთ ერთი-ყოფა. უსაქმური ვაჟ-ბატონები შეყრილნი ჯგუფ-ჯგუფათ ყვირიან და ჩხუბობენ; პატიოსანს კაცს ან ქალს ვერ გაუვლია ქუჩებში ისე, რომ პილწი სიტყვები არ შეესმას...
აქაურებს უმეტესათ ართობდა სახელმწიფო ბაღი, სადაც იკრიფებოდნენ და დასეირნობდნენ. ამ ორი წლის წინათ ადიდებულმა მტკვარმა გამოუხრამა გვერდები და ლიახვის შემწეობით წაიღო...
როგორც ეტყობა ბედი უღიმით გორელებს, ციხეზედ ბაღი ემართებათ, გარშემო ციხისა გზები მიჰყავთ ეტლების სასიარულოთ. თუმცა წინათ მუყაითად ეკიდებოდნენ, მაგრამ ეხლა როგორღაც ყურადღებას აღარას აქცევენ გორელები..." - იუწყებოდა გაზეთი.