,,აქამდე რატომ არ დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“ - გიორგი გახარიას საოკუპაციო ხაზთან გაბრაზებული მოსახლეობა დახვდა



,,აქამდე რატომ არ დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“ - გიორგი გახარიას საოკუპაციო ხაზთან გაბრაზებული მოსახლეობა დახვდა

გიორგი გახარია, გიორგი ხოჯევანიშვილი, კონსტანტინე ანანიაშვილი და კახა ქემოკლიძე გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავიდნენ, სადაც მათ გაბრაზებული მოსახლეობა დახვდა. სოფელ ხურვალეთში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გახარიასთან და მისი გუნდის წევრებთან შეხვედრა არ ისურვეს, ხოლო მათ ვისაც კითხვები ჰქონდა ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარია არ შეახვედრეს და სოფლიდან გამოაპარეს. პარტია ,,საქართველოსთვისლიდერებთან შეხვედრის სურვილი არც სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვა, ხოლო მათ, ვინც გახარიასა და მისი გუნდის წევრებთან გასაუბრება ისურვა უთხრეს,  სად იყვნენ აქამდე და რატომ არ ინტერესდებოდნე მათი პრობლემებით მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. გადამდგარმა პრემიერმა მოსახლეობას უპასუხა, რომ მათთან ჩასასვლელად დრო არ ჰქონდა.

,,სად იყავით აქამდე ახლა, რომ დაბრძანდებით სოფელ,სოფელ და გინდათ მხარდაჭერა არჩევნებზე. თქვენ ხმას ვინ მოგცემთ. აქამდე უნდა მოსულიყავით და მოგესმინათ ჩვენი პრობლემები. ვენს გასაგონადაც ვამბობთ ჩვენო დეპუტატო“ - უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიოგი გახარიასა და გიოგი ხოჯევანიშვილს.

,,წამოდით ნახეთ ჩვენი სახლები რა დღეშია. დაწვეს რუსებმა. 13 წელია ამ სახლებში ვცხოვრობთ. ახლა გვაქვს იმედი, რომ გაგვიკეთებენ და ამას ნუ მიიწერთ თქვენ. აცადეთ მთავრობა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“ - უთხრეს სოფელ ზარდიაანთკარში გახარიას და მისი გუნდის წევრებს.

,,ყველა სოფელში სხვა და სხვა დაპირებები იყო, რაც იყო ყველაფერი შესრულებულია, რაც არ არის შესრულებული დარწმუნებული ვარ დღევანდელი მთავრობა შეასრულებს“- განაცხადა გახარიამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ