5 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - ღარიბაშვილი კვლავ მკვლელის დასჯის პირობას დებს



5 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - ღარიბაშვილი კვლავ მკვლელის დასჯის პირობას დებს

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა მიუხედავად ამისა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

"დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - წერს ღარიბაშვილი. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ