ლიონელ მესი "ბარსელონას" ცრემლებით და ემოციურად დაემშვიდობა



ლიონელ მესი "ბარსელონას" ცრემლებით და ემოციურად დაემშვიდობა

რთი წლის წინ წასვლა მინდოდა, დღეს - არა. ამიტომაც, ძალიან მოწყენილი ვარ - ლიონელ მესი "ბარსელონას" ცრემლებით და ემოციურად დაემშვიდობა.

34 წლის არგენტინელმა "კამპ ნოუზე" პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ბარსას მთლიანი შემადგენლობა დაესწრო.

"ამისთვის მზად არ ვარ, ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ამას არ ველოდი, ერთი წლის წინ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ დავრჩებოდი. აქ ძალიან პატარა ჩამოვედი და მინდოდა აქ ცხოვრება გამეგრძელებინა. 21 წლის შემდეგ მივდივარ ჩემს მეუღლესთან და ჩემს სამ კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავბრუნდებით, რადგან ეს ჩემს შვილებს შევპირდი და ეს არის ჩვენი სახლი" თქვა მესიმ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ