გენო პეტრიაშვილის გზა ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიადისკენ



გენო პეტრიაშვილის გზა ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიადისკენ

სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონი ოქროს მედლისთვის ტოკიოს
ზაფხულის XXXII ოლიმპიადაზე იბრძოლებს. გენო პეტრიაშვილის გულშემატკივრების
დიდი გუნდი ყავს, თუმცა მისი მთავარი გულშემატკივრი დედაა. სპორტსმენის დედა -
სოფიო პეტრიაშვილი საუბარში მის ბავშვობას იხსენებს.
სპორტი ბავშვობიდან
თავიდანვე დიდი ბავშვი იყო - ძლიერი და აქტიური ბიჭი. ყოველთვის გამოირჩეოდა
ფიზიკური აღნაგობით. გენო ძალიან პატარა იყო, როცა ის მისმა მომავალმა მწვრთნელმა
შეამჩნია და მითხრა, რომ ჭიდაობაზე სავარჯიშოდ მიმეყვანა. სწორედ აქედან დაიწყო
გენოს კარიერა.
ყოველთვის მშრომელი და ბეჯითი ბავშვი იყო. დატირთული გრაფიკის მიუხედავად,
სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ჭიდაობა მის ცხოვრებაში პირველ კლასში
მისვლისთანავე გაჩნდა. მისთვის სკოლა და სპორტული კარიერა ერთდროულად
დაიწყო.
მისი ცხოვრება მუდამ დატვირთული იყო ვარჯიშით და შეჯიბრებებით, ამის გამო
ხშირად უარი უთქვამს ექსკურსიაზე, მეგობრის დაბადების დღეზე წასვლაზე,
გართობაზე. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდა - ვარჯიშს არავითარ
შემთხვევაში არ გააცდენდა. ხშირად მეუბნეოდა - დედა, ხომ არ გავიწყდება ვარჯიში
მაქვს, ვერ წამოვალ.

წარმატებული სპორტული კარიერის პირველი სეფეხურები
როდესაც პირველად მწვრთნელმა შეჯიბრზე წაიყვანა გენო,ძალიან პატარა იყო.
თავიდანვე სახლში მედლებით არ დაბრუნებულა, ხშირად წაუგია კიდეც- რადგან
ასაკით დიდ მოწინააღმდეგესთან უწევდა შებრძოლება - მაგრამ ამ ყველაფერმა მას
დიდი გამოცდილება შესძინა. სულ მალე ნაკრებში მოხვდა. 2016 წელს ევროპის
ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონობა პარიზში, 2017 წელს. გენო სულ
ამბობდა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მიღებულ ტიტულებს
გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ამის შემდეგ ვარჯიში უფრო აქტიურად
გააგრძელა. დღეში ორჯერ ვარჯიშობს, სახლიდან დილით გადის და რამდენიმე საათში
ბრუნდება. ყოველი დღე გაწერილი აქვთ ვარჯიშები - შაბათ დღეს ვიცი რომ კროსი აქვთ,
სიმაღლეზე არბიან - გორიჯვარზე. 2-3 საათს ისვენებს და 5 საათზე კვლავ სავარჯიშოდ
დარბაზში მიდის. თავდაუზოგავად შრომობდა. დაუფასდა ის შრომა და თავდადება
რაც სპორტში ჩადო. ამის შემდეგ მისი წარმატებები გრძელდება.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება

გენოს ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სპორტული კარიერა. ჩვენ
მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ყველაფერში. ვცდილობთ, სახლში მშვიდი გარემო
შევუქმნათ, ვახვედრებთ მის საყვრელ სადილს - გურმანია. როგორც უკვე გითხარით,
ძალიან ცოტა თავისუფალი დრო რჩება და ეს დროც მისმა პატარა ქალიშვილმა
მიისაკუთრა. ვარჯიშებს შორის შუალედში ცდილობს რამდენიმე საათი სოფიოსთან
გაატაროს.ძალიან კარგი მამაა. ახლა ძალიან ენატრება. ყოველდღე ძალიან ბევრ ფოტოს
და ვიდეოს ვუგზავნით და ვცდილობთ გავამხნევოთ. ძალიან ძნელია დედისთვის შორი
მანძილიდან შვილის გულშემატკივრობა.
უცხო ქვეყანაში საქართველოს დროშა რომ აფრიალდება და ჰიმნი აჟღერდება - ეს
ძალიან საამაყოა. ყველამ ერთობლივად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართველ
სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადაზე.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური
სპონსორი

ასევე შეგიძლიათ იხილოთ