გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს 11:10-დან
14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
ხაშურში წმ. ნინოს, დიმიტროვის, ბათუმის, კოოპერაციის და მიმდებარე
ქუჩებზე; 12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს სურამში და ჩუმათელეთში, აგრეთვე მიმდებარე სოფლებში იტრია და მიმდებარედ; 15:00-დან 18:00
საათამდე აბონენტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყელქცეული,
შინდისი, ქვემო ხვითი, ფხვენისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.