ხაშურის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია სოფელ სარტყელას მიმდებარე ტყის მასივში, სადაც მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ჰქონდა განთავსებული. ადგილზე დაფიქსირდა სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე დამონტაჟებული მუშა მდგომარეობაში მყოფი ლენტური ხერხი, დენის წყარო (დიზელისძრავიანი გენერატორი), ცირკული ხერხი და სალესი მოწყობილობა.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 5,2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.