NDI: გამოკითხულთა 56%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს აცრის პორტალზე



NDI: გამოკითხულთა 56%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს აცრის პორტალზე

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 პროცენტმა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს აცრის ონლაინპორტალზე. დადებითი პასუხი 42 პროცენტმა გასცა. 

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. 

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ