გამყრელიძე: პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა
პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმების 82% ვაქცინირებულია.
„31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. სამედიცინო პერსონალიდან ექიმების 82% აცრილია, 65%-ის ფარგლებშია ვაქცინირებული ექთნები, 55%-ის ფარგლებში კი უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.