4 დღიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კასპელმა პოლიტიკოსმა პროტესტი შეწყვიტა



4 დღიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კასპელმა პოლიტიკოსმა პროტესტი შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების გამო, კასპელმა პოლიტიკოსმა შიმშილობის აქცია შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება კახა გეჯაძის თქმით ექიმების რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.

,,ექიმებმა გამსინჯეს და წადი სახლშიო, რომ არაფერი არ დაგემართოსო. მოთამაშე წნევები გაქვსო. მე წამოვედი სახლში, საღამოს 6 საათზე. მე წამოვედი და 7 კაცი დაემატა კარავში ახალი მოშიმშილეები. ძალა ერთობაშია! ღმერთმა დაგლოცოთ პატრიოტებო“ - ამბობს კახა გეჯაძე.

კახა გეჯაძე  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ