NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება, 37 პროცენტი კი აცხადებს, რომ ცუდად



NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება, 37 პროცენტი კი აცხადებს, რომ ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად.

გამოკითხულთა 37 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მთავრობა ცუდად უმკლავდება პანდემიას, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ