ამერიკაში, კოვიდ 19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ აბების გამოყენება დაუშვეს
ამერიკაში მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცდა.
კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია.
კომპანია „ფაიზერში“ ამბობენ, რომ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ.