ხაშურში ‘’ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს



ხაშურში ‘’ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია ‘’ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ - ს მერობის კანდიდატი ხაშურში, ცხრამუხის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფიალურ ქსელში თავად კანდიდატი ავრცელებს. 

,,შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა გზის მოასფალტების აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ რომ ცხრამუხა შედის იმ საუკუნის პროექტში, რომელიც მოიცავს წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ 44 000- ზე მეტი მოსახლე 24 საათის განმავლობაში იქნება წყლით უზრუნველყოფილი და მას შემდეგ მოხდება აღნიშნული გზის მოასფალტება. ახალგაზრდა თაობამ გამოთქვა სურვილი სტადიონთან დაკავშირებით და კანდიდატმა მოინახულა ის ადგილი სადაც სტადიონის გაკეთეებაა სამომავლოდ დაგეგმილი“ - წერს მერობის კანდიდატი

ასევე შეგიძლიათ იხილოთ